TuttoJuve

Juve per sempre sarà

მოჯი:“ კომოლიმ პსჟ-სთან მოლაპარაკებები სწორად წარმართა, ვლაჰოვიჩი ?…“

იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ამბობენ, რომ პსჟ-სა და იუვენტუსს შორის კოლო მუანის ტრანსფერის თაობაზე გარკვეული დაპირისპირება იყო, თუმცა მე ვფიქრობ, დამიენმა ყველაფერი სწორად გააკეთა. პარიზელები კოლოს სანაცვლოდ ითხოვდნენ ფულს, რომლის გადახდაც რანდალის სანაცვლოდ შეცდომა იქნებოდა და კარგია, რომ კომოლიმ პსჟ-ს პირობების კარნახის უფლება არ მისცა.

„ასეთი მომენტები ძალიან მნიშვნელოვანია, იუვენტუსის დონის გუნდს ყოველთვის უნდა შეეძლოს, რომ თავისი პოზიცია დაიცვას, იმის მიუხედავად, რომ ამ მომენტისთვის პსჟ ეკონომიკურად იუვენტუსზე გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია. კომოლის ვულოცავ, მისი მუშაობა ძალიან მომეწონა.

„ვლაჰოვიჩის სიტუაცია ? ყველაფერი გუნდსა და მის პოზიციაზეა დამოკიდებული, მაგრამ მე ამ თემას ძალიან პესიმისტურად ვუყურებ. არ მგონია, რომ მოტივაციის მხრივ ვლაჰოვიჩს რაიმე სახის პრობლემები ჰქონდეს, რადგან მისი კონტრაქტი იწურება და დუშანს ენდომება, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს. ვფიქრობ, ახლა ვლაჰოვიჩმა კონცენტრაცია მოედანზე უნდა გააკეთოს და რამდენიმე კვირაში გადაწყვიტოს, როგორ უნდა მისი კარიერა განვითარდეს.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

455 views
error: დაცული კონტენტი !