მოჯი:“ კარნევალი ძალიან კარგი არჩევანია, მაგრამ…“
ლუჩიანო მოჯიმ იუვენტუსში ჯოვანი კარნევალის მისვლა შეაფასა.
„ჯოვანი კარნევალი თავის პოზიციაზე იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა წინასწარ რაიმეს თქმა ძალიან რთულია.
„იუვენტუსი სასუოლო არ არის, ნეროვერდის რიგებში მათი მთავარი ამოცანა სერია ა-ში დარჩენა იყო, იუვენტუსში კი შენ ვალდებული ხარ, გამარჯვებისთვის იბრძოლო. აქ ბევრ დროს არავინ მოგცემს და შეცდომებს არავინ გაპატიებს.“
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
