მოჯი:“ იუვენტუსს მოტა პსვ-სთან მარცხის შემდეგ უნდა გაეშვა“
იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ გუნდში არსებული სიტუაცია შეაფასა.
„იუვენტუსს მოტას გაშვების საბაბი ჯერ კიდევ პსვ-სთან მარცხის შემდეგ ჰქონდა. ნიდერლანდელები არსენალთან 7-1 განადგურდნენ, რამაც იუვენტუსის ძალა კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა.
„აშკარაა, რომ გასახდელში ყველაფერი კარგად არ არის, მწვრთნელისა და ფეხბურთელების კომენტარები მატჩების შემდეგ ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ლოკატელიმ პსვ-სთან შეხვედრის შემდეგ აღიარა, რომ გუნდმა შეცდომები დაუშვა, მოტა კი კვლავ იმას ამბობდა, რომ ყველაფერი იდეალურად გააკეთა და მას შეცდომა არ დაუშვია.“