TuttoJuve

Juve per sempre sarà

მოჯი:“ იუვენტუსი ვეღარავის აშინებს, გუნდს ძლიერი ნახევარდაცვა სჭირდება“

იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ პოდკასტ Juventibus-ში ტურინული გრანდის პრობლემებზე ისაუბრა.

„იუვენტუსმა რეალთან მატჩში კარგი შთაბეჭდილება დატოვა, დამამცირებელი მარცხი თავიდან აირიდა და იგორ ტუდორის გუნდიდან გაშვების საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგიდან მოხსნა

„ბოლო წლებში იუვენტუსის მწვრთნელობა ურთულეს საქმედ გადაიქცა. აიღეთ ალეგრის მაგალითი, ის გუნდის ინტერესებს ბოლო წამამდე იცავდა და დაუმსახურებლად გააგდეს, შემდეგ კი სტადიონზე ქომაგები ოვაციებით შეხვდნენ.

„გუნდის მთავარი პრობლემა ? გუნდის ძრავი და ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიცია ნახევარდაცვაა, რაც ამ მომენტისთვის იუვენტუსის მთავარი პრობლემაა. დღევანდელი რეალობა არის ის, რომ ეს იუვენტუსი ვერავის აშინებს და ვერონას დონის გუნდებსაც კი, რომელიც გოლს ფაქტობრივად ვერ იტანს, იუვენტუსის კარში 2 გოლი გააქვთ.“


მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

189 views
error: დაცული კონტენტი !