ტრავმის გამო მირეტისთვის სეზონი დასრულდა
იუვენტუსის საკუთრებაში მყოფი ფაბიო მირეტი მიმდინარე სეზონში ჯენოას ვეღარ დაეხმარება.
იტალიელმა ტალანტმა ვარჯიშის დროს მხრის ტრავმა მიიღო, რის გამოც მას ოპერაციის გაკეთება სჭირდება, ამიტომ სერია ა-ში ვეღარ ითამაშებს.
მირეტი იუვენტუსს მსოფლიო საკლუბო მუნდიალის დაწყებამდე დაუბრუნდება და ჯერ უცნობია, იქნება თუ არა ის ბიანკონერის განაცხადში.

 
                 
                 
                