მირეტის ტრანსფერით სერია ა-ს გუნდები ინტერესდებიან
SportItalia-ს ინფორმაციით, ფაბიო მირეტის თაობაზე ინფორმაცია სერია ა-ს რამდენიმე გუნდმა გამოითხოვა და მის იანვარში გაფორმებას ეცდებიან, მაგრმ იტალიელის იუვენტუსიდან წასვლა ზამთარში ნაკლებად მოსალოდნელია.
წყაროს ცნობით, ლუჩიანო სპალეტის მირეტის შენარჩუნება და მინიმუმ სეზონის ბოლომდე მისი პოტენციალის ნახვა სურს, გადაწყვეტილებას კი გუნდი სეზონის ბოლოს მიიღებს.
სანაკრებო პაუზის გამო, სპალეტიმ გუნდს 4 დღე დასვენების უფლება მისცა, მაგრამ ფაბიო კონტინასაზე მუშაობას აგრძელებს და სურს, სეზონის განახლებას მაქსიმალურად კარგ ფორმაში შეხვდეს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
