TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ოფიციალურად: მირეტიმ იუვენტუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

იუვენტუსმა ფაბიო მირეტისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა.

იტალიელი ფეხბურთელი ტურინული გრანდის ღირსებას 2028 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

კონტრაქტის გაფორმების მიუხედავად, ფაბიოს ტურინში დარჩენა მომდევნო სეზონში გარანტირებული არ არის. ის შესაძლოა იჯარის წესით სერია ა-ს რომელიმე გუნდში გადაბარგდეს, სადაც ფაბიოს სათამაშო პრაქტიკის მიღება შეეძლება, რის შემდეგაც იუვენტუსის განკარგულებაში დაბრუნდება.