TuttoJuve

Juve per sempre sarà

მიქაუტაძე იუვენტუსის სატრანსფერო სიაში დაბრუნდა

იტალიური გამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით, ლიონის ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე იუვენტუსის სატრანსფერო სიაში დაბრუნდა.

ტურინული გრანდი შეტევის გასაძლიერებლად შესაბამისი კანდიდატების ძიებას აგრძელებს და წყაროს ცნობით, მიქაუტაძე კრისტიანო ჯუნტოლის ერთ-ერთი სამიზნე გახლავთ.

გამოცემის ინფორმაციით, ლიონი 24 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 20-25 მილიონს ითხოვს.

61 views
error: დაცული კონტენტი !