მილიკს იუვენტუსში დარჩენის იმედი აქვს
კრისტიანო ჯუნტოლი არკადიუშ მილიკის გაყიდვაზე მუშაობას აგრძელებს, თავად პოლონელს კი ტურინულ გრანდში დარჩენის იმედი აქვს.
Tuttosport-ის ცნობით, ლაზარეთდან ახლახანს დაბრუნებული მილიკი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს ორშაბათიდან განაახლებს და ტიაგო მოტას დარწმუნებას ეცდება.
გამოცემის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ვიცე-ვლაჰოვიჩის გაფორმება იუვენტუსის პრიორიტეტი არ არის, ამიტომ არის ალბათობა, რომ ბიანკონერი მილიკის შენარჩნებას გადაწყვეტს.