მილიკმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
იუვენტუსის ფორვარდმა არკადიუშ მილიკმა 550-დღიანი პაუზის შემდეგ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.
პოლონელმა ფორვარდმა გასული დღეები სრული დატვირთვით ივარჯიშა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა ლუჩიანო სპალეტი მის განაცხადში დაბრუნებას და შემდგომში უშუალოდ მატჩებში გამოყენებას.
შეგახსენებთ, ბოლოს მილიკმა იუვენტუსის მაისურით 2024 წლის მაისში, მონცას წინააღმდეგ ითამაშა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
