TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილიკმა ვარჯიში განაახლა, თუმცა…

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, არკადიუშ მილიკმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა, თუმცა მისი მოედანზე დაბრუნება უახლოეს პერიოდში არ იგეგმება.

წყაროს ცნობით, ტიაგო მოტას სურს, რომ არკადიუშმა ფიზიკური კონდიციები მაქსიმალურად აღიდგინოს და განაცხადში მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდება.

მოსალოდნელია, რომ მილიკი იუვენტუსის განაცხადში ლაციოსთან მატჩში გამოჩნდება, რომელიც 19 ოქტომბერს არის ჩანიშნული.