TuttoJuve

Juve per sempre sarà

მილიკმა ტურინი დატოვა და რეაბილიტაციას პოლონეთში აგრძელებს

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, არკადიუშ მილიკმა გუშინ ტურინი დატოვა.

მილიკმა მუხლის ტრავმა გასული წლის ივნისში მიიღო, რის გამოც მას 2 ოპერაცია დასჭირდა და მას შემდეგ თამაშს ვერ ახერხებს.

წყაროს ცნობით, მილიკის მოედანზე დაბრუნება უახლოეს მომავალში არ იგეგმება. ის სარეაბილიტაციო პროცესს პოლონეთში აგრძელებს და დიდია ალბათობა, არკადიუში იუვენტუსის მაისურით ვეღარ ვიხილოთ.