მილიკი ზაფხულში იუვენტუსთან კონტრაქტს გაწყვეტს
იუვენტუსი არკადიუშ მილიკს სეზონის ბოლოს დაემშვიდობება.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდი პოლონელ ფორვარდთან მიმდინარე კონტრაქტს, რომელიც 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი ნაადრევად გაწყვეტს.
შეგახსენებთ, მილიკმა ბოლოს ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა 2024 წლის ივნისში მიიღო. მან გასულ დღეებში გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და დიდია ალბათობა, პიზასთან გუნდის განაცხადში ვიხილოთ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
