TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილანი სალემაკერსის სანაცვლოდ 11-12 მილიონს ითხოვს

ტიაგო მოტას იუვენტუსში ალექსის სალემაკერსის ხილვა სურს, მაგრამ ტურინული გრანდი მილანის მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდას არ აპირებს.

სანდრო საბატინის ინფორმაციით, როსონერი ბელგიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 11-12 მილიონ ევროს ითხოვს, კრისტიანო ჯუნტოლი კი სალემაკერსის სანაცვლოდ, რომელიც გუნდში როტაციის ფეხბურთელად მოიაზრება, 6-7 მილიონზე მეტს არ გადაიხდის.

წყაროს ცნობით, ალექსისი მილანის გეგმებში არ შედის და თუ გუნდმა მომდევნო კვირებში უკეთესი წინადადება არ მიიღო, ფეხბურთელის იუვენტუსში ხილვის შანსი გაიზრდება.