TuttoJuve

Juve per sempre sarà

მილანი გატის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, ფედერიკო გატი მილანის ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო სამიზნედ რჩება.

წყაროს ცნობით, გატის მილანში ხილვა პირადად მაქს ალეგრის სურს, ფეხბურთელსა და იტალიელ მწვრთნელს შორის საუბარი უკვე გაიმართა და გატი ლომბარდიულ გრანდში გადასვლის წინააღმდეგი არ არის, თუ გუნდები შეთანხმებას შეძლებენ.

გამოცემის ინფორმაციით, მომდევნო დღეებში მილანი იუვენტუსთან მოლაპარაკებებს განაახლებს და საერთო ენის გამონახვას ეცდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !