მილანი გატის ტრანსფერში ნკუნკუს ჩართვას განიხილავს
მილანი იუვენტუსის მცველის ფედერიკო გატის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
La Repubblica-ს ინფორმაციით, ლომბარდიული გრანდი იუვენტუსისთვის გატის სანაცვლოდ კრისტოფერ ნკუნკუს ჩართვას გეგმავს.
28 წლის ფრანგი ფეხბურთელი მაქს ალეგრის გეგმებში არ შედის და მისი გაშვების წინააღმდეგი არ არის, ტურინული გრანდი კი თავის მხრივ იანვარში შეტევის გაძლიერებას გეგმავს და არ არის გამორიცხული, ამ ბარტერზე თანხმობა განაცხადოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
