TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილანი და ნაპოლი კიეზას ტრანსფერზე მუშაობენ

იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელის ფედერიკო კიეზას ინგლისური კარიერა არც თუ ისე პოზიტიურად ვითარდება და დიდია ალბათობა, იტალიელი სერია ა-ში იანვარში დაბრუნდეს.

ტიაგო მოტას გადაწყვეტილებით, იუვენტუსმა კიეზა გასულ ზაფხულს 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ ლივერპულში გაუშვა, თუმცა 27 წლის ფეხბურთელს ინგლისურ ფეხბურთთან ადაპტაცია გაუჭირდა და მიმდინარე სეზონში მის აქტივში პრემიერ ლიგაში ჩატარებული მხოლოდ 18 წუთია.

გამოცემა CaughtOffside-ს ცნობით, იანვარში იტალიელის იჯარით გაფორმებას მილანი და ნაპოლი ეცდებიან, ლივერპული კი ფეხბურთელის გასხვისების წინააღმდეგი არ იქნება…