მენდეშს ტურინში უახლოეს დღეებში ელოდებიან
ჟორჟე მენდეში მომდევნო დღეებში იტალიაში ჩაფრინდება და იუვენტუსის ხელმძღვანელობას შეხვდება.
ტურინული გრანდი ბერნარდო სილვას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და პორტუგალიელთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებას ცდილობს.
სილვა იუვენტუსის პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნეა და ბიანკონერი მზად არის, მის გასაფორმებლად გუნდში არსებულ სახელფასო ჭერს გადააბიჯოს და მას ბონუსების ჩათვლით 9-10 მილიონი შესთავაზოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
