TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მატიოლი:“ იუვენტუსმა დაკარგული სულისკვეთება დაიბრუნა“

იტალიელმა ჟურნალისტმა მარიო მატიოლიმ ლაიფციგთან გამართული მატჩი შეაფასა.

„ეს ახალი იუვენტუსია, იუვენტუსი, რომელმაც ძველებური სულისკვეთება და მებრძოლი ხასიათი დაიბრუნა, რაც ბოლო წლებში არსად ჩანდა.

„იუვენტუსის თითოეულმა ფეხბურთელმა ძალიან კარგად ითამაშა. ვლაჰოვიჩი, კონსეისაუ, ფაჯოლი და სხვები, ყველა მოწოდების სიმაღლეზე იყო.

„ძალიან სამწუხაროა ბრემერის ტრავმა, ის მიმდინარე სეზონში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო და ვწუხვარ, რომ მისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა.

„იმედი მაქვს, ეს შეხვედრა ვლაჰოვიჩს თავდაჯერებულობას შეძენს, მის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა შეუძლებელია, მაგრამ სერბის პრობლემა მენტალობაა.“