TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მარსიალის აგენტი ხვალ ტურინში იქნება…

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის პაოლო პაგანინის ინფორმაციით, ხვალ ფრანგი ფორვარდის ანტონი მარსიალის აგენტი ტურინში იქნება და იუვენტუსი-პსვ-ს მატჩს დაესწრება.

28 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახლავთ, ამიტომ იუვენტუსს მისი გაფორმება იმის მიუხედავად შეუძლია, რომ სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურულია.

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ბიანკონერის ხელმძღვანელობასა და მარსიალის აგენტს შორის შეხვედრა ჩანიშნული.