მარკიზიო:“ იუვენტუსს მსოფლიო დონის ფეხბურთელები სჭირდება“
იუვენტუსის ლეგენდამ კლაუდიო მარკიზიომ DAZN-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„იუვენტუსის სიმბოლო ? ჩემთვის ეს ზედმეტი წნეხი არ ყოფილა, რადგან მე აქ გავიზარდე, მაგრამ მომიწია იმის სწავლა, რომ ქომაგობა და ფეხბურთელობა ორი სულ სხვა რამ არის. გუნდის სიმბოლო არ არის მხოლოდ ის, ვისაც გუნდში ბევრი დრო აქვს გატარებული. მაგალითისთვის, ტევესი იუვენტუსში არც თუ ისე დიდი ხნით იყო, მაგრამ თავისი მონდომებით, ლიდერის თვისებებით და თავგანწირულობით ის გუნდის სიმბოლოდ იქცა.
„დიბალა ? მახსოვს, მას ბერლინში წაგებული ფინალის შემდეგ შევხვდი, ის ძალიან დამწუხრებული იყო, მე კი მას ვუთხარი, რომ ჩვენ მომდევნო სეზონში კიდევ ვცდიდით. მინდოდა მას გაეგო, თუ რა პასუხისმგებლობა და ამბიციები მოაქვს ამ მაისურს.
„მწვრთნელები ? მე ალეგრისა და კონტეს გამოვარჩევდი. მაქსი ჩემთვის მამასავით იყო, კონტე კი მასწავლებელი. ალბათ იმიტომ, რომ კონტესთან მუშაობა ძალიან ადრეულ ასაკში მომიწია და მე მაშინ სწორედ მასწავლებელი მჭირდებოდა. მახსოვს, მე და ვიდალმა მაიამის ტურნეს დროს ვარჯიშზე დავაგვიანეთ, ანტონიომ ჩვენ იქამდე გვარბენინა, სანამ ცუდად არ გავხდით.
„იმედგაცრუება ? ჩემი უდიდესი იმედგაცრუება არის ის, რომ ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალიდან ვერც ერთი ვერ მოვიგეთ და კარიერის იუვენტუსში დასრულების შესაძლებლობა არ მომეცა. კარიერა დავასრულე, რადგან ტრავმის შემდეგ ჩემს სხეულს აღარ ვენდობოდი.
„პოგბა ? მისი გავლენა გუნდზე წარმოუდგენელი იყო. მას იბრაჰიმოვიჩის ფიზიკა და შესანიშნავი ტექნიკა ჰქონდა. პოლს ჰქონდა ყველაფერი, ოქროს ბურთისთვის ებრძოლა.
„დელ პიერო ? მიკვირს, რომ ის გუნდის ხელმძღვანელობის ნაწილი არ არის. ალექსი დიდებული ადამიანია და მას გუნდში სიამოვნებით ვიხილავდი.
„სპალეტი ? იუვენტუსს მისი ხელი აშკარად ეტყობა. არ მინდა უპატივცემულობა გამომივიდეს, მაგრამ დღევანდელ იუვენტუსში ძლიერი ფეხბურთელების ნაკლებობაა, მხოლოდ იუვენტუსის მაისურის ტარება საკმარისი არ არის. იმედი მაქვს, რომ მომდევნო სეზონში ჩვენ ტიტულისთვის ვიბრძოლებთ.
„ანდრეა ანიელი ? ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ არა ტაქტიკაზე, არამედ წარსულ გამარჯვებებზე. მას იუვენტუსი ძალიან უყვარს და ენატრება.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
