მარკიზიო:“ იუვე ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებლად უნდა გავიდეს, გუნდის MVP ტურამია…“
იუვენტუსის ლეგენდამ კლაუდიო მარკიზიომ საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ტუდორის მომავალი იუვენტუსში ? ეს ძალიან რთული საკითხია, რომელზე გადაწყვეტილების მიღებაც გუნდს მოუწევს.
„იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებლად უნდა გავიდეს, ეს არც თუ ისე პოზიტიური სეზონის კარგი დასასრული იქნება, შემდეგ კი გუნდის ხელმძღვანელობას ტუდორის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, ამ თემაზე კომენტარის გაკეთება ჩემი საქმე არ არის.
„საუკეთესო ფეხბურთელები სერია ა-ში ? მეკარეებში იან სომერს გამოვარჩევდი, მას შესანიშნავი სეზონი აქვს როგორც სერია ა-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე.
„დაცვაში ბონჯორნოსა და აჩერბის, ნახევარდაცვაში მაკტომინეის და მარკუს ტურამს, ასევე უნდა აღინიშნოს ლამინ იამალის გამორჩეული თამაში.
„იუვენტუსის MVP მიმდინარე სეზონში ? ხეფრენ ტურამი.“

 
                 
                 
                