მარკიზიო:“ 8-ნომრიანი მაისური საიმედო ხელშია, მოტა ?…“
იუვენტუსის ლეგენდამ კლაუდიო მარკიზიომ ტურინულ გრანდში მიმდინარე პროცესები შეაფასა.
„მოტა ? მოტას წარმატებული სვლა მე არ მაკვირვებს, ის ძალიან კარგი მწვრთნელია და პოზიტიური სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, იუვენტუსმა ინტერთან ჩამორჩენა საგრძნობლად შეამცირა.
„კოპმეიენრსი ? მიხარია, რომ მან 8-ნომრიანი მაისური აირჩია, მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ და იმედი მაქვს, ჩვენ, იუვენტუსის ქომაგებს, დიდ სიხარულს მოგვიტანს. ტეუნს შესანიშნავი ფიზიკური მახასიათებლები აქვს, არის ძალიან ინტელიგენტი, 8-ნომრიანი მაისური ძალიან კარგ ხელშია.
„იუვენტუსმა სეზონის კარგი სტარტი აიღო, თუმცა ახლა ჩემპიონთა ლიგაც დაიწყება და გუნდს გაცილებით დატვირთული კალენდარი ექნება, მაგრამ ბიანკონერის აქვს შესაბამისი რესურსი იმისთვის, რომ ყველა ფრონტზე იბრძოლოს.
„ინტერი კვლავ ფავორიტია, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ გუნდებს შორის სხვაობა შემცირებულია.
„დუგლას ლუისი ? მას ფანტასტიკური ტექნიკა აქვს და ეს ბურთთან თითოეულ შეხებაზე იგრძნობა, დუგლასი მოტას გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება, თუმცა არც მანუელ ლოკატელის დავიწყება შეიძლება, ის გასულ სეზონთან შედარებით უფრო თავისუფალია და ზოგჯერ მწვრთნელის ცვლიელბა ფეხბურთელს ძალიან ეხმარება. მე ალეგრის დადანაშაულება არ მინდა, ეს უბრალოდ ფეხბურთის ნაწილია.
„კონსეისაუ ? მისგან დიდი მოლოდინები მაქვს, ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია.
„იუვენტუსის საუკეთესო ინვესტიცია კენან ილდისის მიმართ გამოცხადებული ნდობა და მისთვის 10-ნომრიანი მაისურის მიცემაა. იმედი მაქვს, კენანი თავის წარმოუდგენელ ტალანტს ბოლომდე გამოიყენებს. ძალიან მიხარია, რომ ტიაგო მოტა ახალგაზრდა ფეხბურთელებს თამაშისა და თავის გამოჩენის საშუალებას აძლევს.“