მარიოს ტრანსფერზე ფიორენტინაც გააქტიურდა
ბოლონიას შემდეგ, ჟოაუ მარიოს ტრანსფერზე მუშაობა ფიორენტინამ დაიწყო.
SportItalia-ს ცნობით, ლუჩიანო სპალეტიმ მარიოს აცნობა, რომ ის იუვენტუსის გეგმებში აღარ შედის, ამიტომ პორტუგალიელი ფეხბურთელი სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს გუნდის დატოვებაზე უარს აღარ იტყვის.
იუვენტუსი მარიოს სანაცვლოდ 10 მილიონს ითხოვს, თუმცა არც მისი იჯარით გაშვებაზე იტყვის უარს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
