ჟოაუ მარიო:“ იუვენტუსში თამაში უდიდესი პატივი და გამოწვევაა“
იუვენტუსის ახალწვეულმა ჟოაუ მარიომ (ტრანსფერის დეტალები იხილეთ აქ) ტურინულ გრანდში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
„იუვენტუსი დიდებული ისტორიისა და ტრადიციების მქონე გუნდია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული მთელს მსოფლიოში.
„მე აქ ყოფნის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, ამ დიდებული გუნდის რიგებში თამაში დიდი პატივი და გამოწვევაა, ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველოდები.
„საყვარელი პოზიცია ? მე კარიერა ვინგერად დავიწყე, მაგრამ ბოლო წლებში მარჯვენა მცველის პოზიციაზე ვთამაშობ, სადაც თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, თუმცა შეტევაში ჩართვა და გუნდის დახმარება ძალიან მიყვარს.
„იტალიური ფეხბურთი ? სერია ა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და ძლიერი ლიგაა, აქ უამრავი გამორჩეული ფეხბურთელი თამაშობს და ერთი სული მაქვს, როდის შემეძლება იუვენტუსთან ერთად მათ წინააღმდეგ თამაში.
„კონსეისაუ ? მე მას დიდი ხანია ვიცნობ, ჩვენ ვისაუბრეთ, მან იუვენტუსი ძალიან კარგად დაახასიათა და მაშინვე მივხვდი, რომ ეს ჩემთვის სწორი არჩევანი იყო. მიხარია, რომ ჩვენ კვლავ ერთ გუნდში თამაში შეგვეძლება.
„მიმართვა ქომაგებს ? მე გპირდებით, რომ თითეულ მატჩში გუნდისთვის 100 პროცენტით დავიხარჯები.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                