TuttoJuve

Juve per sempre sarà

მარიო იუვენტუსს იანვარში დატოვებს

ჟოაუ მარიო იუვენტუსის რიგებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.

პორტუგალიელი ფეხბურთელი ლუჩიანო სპალეტის გეგმებში არ შედის, მას უფრო მეტი სათამაშო დროის მიღება და ნაკრებში ადგილისთვის ბრძოლა უნდა, ამიტომ გუნდის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ იანვარში იუვენტუსის დატოვება სურს.

მარიოს მიმართ ინტერესს რამდენიმე პორტუგალიური და ფრანგული გუნდი იჩენს, თუმცა ამ მომენტისთვის კონკრეტული წინადადება იუვენტუსს არ მიუღია.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !