მარიო:“ იუვენტუსი დიდებული გუნდია, ადაპტაციამ შესანიშნავად ჩაიარა“
იუვენტუსის ფეხბურთელმა ჟოაუ მარიომ ვერონასთან მატჩის წინ კომენტარი გაკეთა.
„ადაპტაცია ? იუვენტუსი დიდებული გუნდია, მე აქ ყველა ძალიან თბილა დამხვდა, რამაც ადაპტაციის პროცესი საგრძნობლად გაამარტივა. არა მხოლოდ კონსეისაუ, ვისაც უკვე წლებია ვიცნობ, არამედ სხვებიც, მათ შორის ტუდორი და ჩემი თანაგუნდელები, მათ ყველაფერი გამიმარტივეს, რის გამოც მადლობელი ვარ.
„რას მთხოვს მწვრთნელი ? გავაკეთო ის, რაც ყველაზე კარგად გამომდის და დავეხმარო გუნდს არა მხოლოდ შეტევაში, არამედ დაცვაში. ვცდილობ, განვითარება გავაგრძელო და უკეთესი ფეხბურთელი გავხდე, რასაც მწვრთნელისა და თანაგუნდელების დახმარებით აუცილებლად გავაკეთებ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
