მანჩესტერმა ახალი ფორვარდის ძიება დაიწყო, ზირკზეე გუნდს დატოვებს…
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედმა ჯოშუა ზირკზეეს გაშვების გადაწყვეტილება მიიღო.
წყაროს ცნობით, წითელი ეშმაკების ახალ მწვრთნელს ფიზიკურად უფრო ძლიერი ფორვარდის გაფორმება სურს და ზირკზეე მის გეგმებში არ შედის, ამიტომ მანჩესტერი იანვარში მისი გაშვების წინააღმდეგი არ იქნება.
ზირკზეეს გაფორმების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იანვარში იუვენტუსი იქნება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა მანჩესტერი მისი იჯარით გაშვებას, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულების გარეშე.