TuttoJuve

Juve per sempre sarà

მანჩესტერის მწვრთნელმა ზირკზეეს წასვლა არ გამორიცხა

მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა ლივერპულთან მატჩის შემდეგ ჯოშუა ზირკზეეს მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„მე ზირკზეეს გუნდში დარჩენა მინდა, რადგან ის ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება, თუმცა სატრანსფერო ფანჯარა ღიაა და წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია, ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო კვირებში.“

ინგლისური და იტალიური მედიის ცნობით, მანჩესტერი ზირკზეეს იუვეში იჯარით მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვა სავალდებულო იქნება.

29 views
error: დაცული კონტენტი !