იუვე ტომორის თაობაზე მილანის გადაწყვეტილების მოლოდინშია
ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, იუვენტუსი მილანის მცველის ფიკაიო ტომორის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი იტალიის სუპერ თასის ფინალის შემდეგ როსონერის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს და ინგლისელის თაობაზე ლომბარდიელების საბოლოო გადაწყვეტილებას მოისმენს.
ალბანეზეს ცნობით, ტომორის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას გუნდის ახალი მწვრთნელი სერჟიუ კონსეისაუ მიიღებს, თუმცა სავარაუდოდ ინგლისელი მცველი მინიმუმ სეზონის ბოლომდე მილანში დარჩება.