TuttoJuve

Juve per sempre sarà

მანჩესტერი დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერით ინტერესდება

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი იუვენტუსის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერით ინტერესდება.

გამოცემა FootballTransfers-ის ცნობით, წითელი ეშმაკების რიგებში სერბის ხილვა ერიკ ტენ ჰაგის ახალ თანაშემწეს და ლეგენდარულ ფეხბურთელს რუდ ვან ნისტელროის სურს.

ვლაჰოვიჩის გაყიდვა იუვენტუსის გეგმებში არ შედის, მაგრამ თუ მომდევნო თვეებში მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ, ბიანკონერის პოზიცია შესაძლოა შეიცვალოს.

33 views
error: დაცული კონტენტი !