მანჩესტერი რეტეგის ტრანსფერით ინტერესდება, რაც იუვეს ოსიმენის გაფორმებაში დაეხმარება…
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედი ატალანტას ფორვარდის მატეო რეტეგის ტრანსფერით ინტერესდება.
წყაროს ცნობით, ინგლისელების სკაუტები იტალიელი ფორვარდის მატჩებს უკვე დაესწრნენ და ის წითელი ეშმაკების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება.
მანჩესტერი ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერში იუვენტუსის მთავარ კონკურენტად მოიაზრება, ამიტომ რეტეგის გაფორმების შემთხვევაში ტურინულ გრანდს ნიგერიელი ფორვარდის გაფორმება საგრძნობლად გაუმარტივდება.