მანჩესტერი და ტოტენჰემი კალულუს ტრანსფერით ინტერესდებიან
Corriere dello Sport-ის ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედი და ტოტენჰემი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პიერ კალულუს გაფორმებას ეცდებიან.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი თავის მხრივ ფრანგის გაყიდვას არ აპირებს და მასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობას აგრძელებს, რომლის მიხედვითაც პიერი ტურინში 2030 წლის ზაფხულამდე დარჩება.
გამოცემის ინფორმაციით, ინგლისელები მზად არიან, კალულუს სანაცვლოდ 40 მილიონი გადაიხადონ, იუვენტუსი კი თავის მხრივ 60-65 მილიონზე ნაკლები წინადადების განხილვას არ აპირებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
