TuttoJuve

Juve per sempre sarà

მაკკენის შემდეგ, იუვენტუსის პრიორიტეტი ლოკატელის კონტრაქტი იქნება

იუვენტუსი ფეხბურთელებთან ახალი კონტრაქტების თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს.

რომეო აგრესტის ინფორმაციით, უესტონ მაკკენის შემდეგ, ტურინული გრანდის პრიორიტეტი დუშან ვლაჰოვიჩისა და მანუელ ლოკატელის ხელშეკრულებების გახანგრძლივება იქნება.

წყაროს ცნობით, იუვენტუსმა ლოკატელის აგენტთან შეხვედრა უკვე გამართა, რომელიც ძალიან პოზიტიურად წარიმართა. მანუელს ტურინულ გრანდში დარჩენა უნდა და მხარეებს შორის საერთო ენის გამონახვა პრობლემა არ იქნება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)