მაკკენის შემდეგ, იუვენტუსის პრიორიტეტები სპალეტისა და ვლაჰოვიჩის კონტრაქტები იქნება
კარლო პინსოლიოს ახალი კონტრაქტის შემდეგ, ტურინული გრანდი უესტონ მაკკენის ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობს.
მხარეები საბოლოო დეტალებს ათანხმებენ და ამერიკელი ფეხბურთელი ტურინულ გრანდთან ახალ კონტრაქტს მომდევნო კვირაში გააფორმებს, რომლის მიხედვითაც ის ბიანკონერის რიგებში 2030 წლამდე დარჩება.
Tuttomercato-ს ცნობით, მაკკენის შემდეგ იუვენტუსი ლუჩიანო სპალეტისა და დუშან ვლაჰოვიჩის კონტრაქტებზე გააქტიურდება.
სპალეტისთან საერთო ენის გამონახვა პრობლემა არ იქნება, რადგან მან გუნდში დარჩენის სურვილი უკვე არაერთხელ გამოთქვა.
ვლაჰოვიჩს რაც შეეხება, ტურინში დარჩენა მასაც უნდა, თუმცა ამისთვის ხელფასის 5-6 მილიონამდე შემცირება მოუწევს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
