TuttoJuve

Juve per sempre sarà

მაკკენის კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება კვლავ ვერ ხერხდება

დამიენ კომოლი ფეხბურთელების კონტრაქტებზე მუშაობას აგრძელებს და ფრანგი სპეციალისტის ერთ-ერთი პრიორიტეტი უესტონ მაკკენის ხელშეკრულებაა.

ამერიკელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და თუ უახლოეს პერიოდში მასთან შეთანხმება ვერ მოხერხდა, მაკკენის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ ნებისმიერ გუნდთან პრე-კონტრაქტის გაფორმება და სეზონის ბოლოს გუნდის უფასოდ დატოვება შეეძლება.

იუვენტუსი და მაკკენი ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან რამდენიმე კვირის წინ ახლოს იყვნენ, თუმცა მოლაპარაკებები ჩიხში ფეხბურთელის აგენტის მიერ მოთხოვნილი მსუყე საკომისიოს გამო შევიდა. იუვენტუსი აგენტის ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს და თუ მათ დათმობაზე წასვლაზე უარი თქვეს, მაკკენი დიდი ალბათობით გუნდს უფასოდ დატოვებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

211 views
error: დაცული კონტენტი !