მაკკენის კარიერის გაგრძელების 3 ვარიანტი აქვს
იუვენტუსი უესტონ მაკკენისთვის ახალი გუნდის ძიებას აგრძელებს და ამერიკელ ფეხბურთელს ამ მომენტისთვის 3 ვარიანტი აქვს.
ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, მაკკენის მიმართ ინტერესს თურქული, გერმანული და MLS-ის გუნდები იჩენენ.
წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის მაკკენის პრიორიტეტი ევროპაში დარჩენაა, თუმცა მაიამის ინტერი ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და მის გადარწმუნებას ცდილობს.