TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მაკკენის ფიორენტინაში ტრანსფერს მხოლოდ მისი ხელფასი აფერხებს

La Nazione-ს ინფორმაციით, იუვენტუსსა და ფიორენტინას შორის უესტონ მაკკენის ტრანსფერის თაობაზე სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი მაკკენის სანაცვლოდ 11-12 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც გაკრვეული ბონუსები დაემატება.

გამოცემის ინფორმაციით, ერთადერთი პრობლემა მაკკენის მიერ მოთხოვნილი ხელფასია, თუმცა ფეხბურთელის აგენტი იებთან მოლაპარაკებებს აგრძელებს და მხარეებს საერთო ენის უახლოეს პერიოდში გამონახვის იმედი აქვთ.

error: დაცული კონტენტი !