TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მაკკენიმ შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს

უესტონ მაკკენიმ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შესაძლოა იუვენტუსის რიგები დატოვოს.

ნიკოლო სკირას ცნობით, იუვენტუსსა და ამერიკელ ფეხბურთელს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება ვერ ხერხდება. მაკკენის მიმდინარე ხელშეკრულება გუნდთან 2026 წელს იწურება და ის ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად ხელფასის 3.5 მილიონამდე გაზრდას ითხოვს, რაც ბიანკონერის გეგმებში არ შედის.

წყაროს ცნობით, თუ რომელიმე გუნდი მაკკენის სანაცვლოდ 20 მილიონს გადაიხდის, იუვე მას სიამოვნებით გაყიდის.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !