TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მაკკენი ტურინში ნაადრევად ბრუნდება

უესტონ მაკკენიმ ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები დატოვა და ტურინში ნაადრევად ბრუნდება.

26 წლის ფეხბურთელს გარკვეული ტრავმა აღმოაჩნდა, რის გამოც ნაკრების დახმარება ვერ შეძლო და ის არც მექსიკის წინააღმდეგ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

მაკკენი ტურინში უახლოეს საათებში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ამის შემდეგ გვეცოდინება, რა სახის ტრავმა აწუხებს მას და შეძლებს თუ არა ლაციოს წინააღმდეგ თამაშს.