TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მაკკენი:“ საუკეთესო გოლი კარიერაში, თუმცა მთავარი იუვენტუსის წარმატებაა“

უესტონ მაკკენიმ პსვ-სთან მატჩი შეაფასა.

„გოლი ? გოლი ძალიან ლამაზი გამოვიდა, ვფიქრობ, ეს 2020 წელს ბარსელონას კარში გატანილზე უკეთესი იყო, თუმცა ჩემი მიზანი არა გოლების გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთება, არამედ იუვენტუსის დახმარება და გამარჯვების მოპოვებაა.

„ამ შეხვედრაში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ ერთ-ერთი უდიდესი გუნდის რიგებში ვთამაშობთ, ამიტომ უნდა ვირბინოთ, ვიბრძოლოთ და მოედანზე ყველაფერი დავტოვოთ.

„გაშვებული გოლი ? გატანილი გოლის შემდეგ ჩვენ ხშირად ინტენსიობას ვუკლებთ, რის გამოც პრობლემები გვექმნება და ამ ასპექტის გამოსწორებაზე უნდა ვიმუშაოთ.“

error: დაცული კონტენტი !