მაკკენი იუვენტუსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
იუვენტუსი და უესტონ მაკკენი ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმდნენ.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ამერიკელი ფეხბურთელი ტურინული გრანდის ღირსებას 2030 წლის ზაფხულამდე დაიცავს და მისი გასამრჯელო სეზონში 4 მილიონი ევრო იქნება, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.
მაკკენის მიმართ ინტერესს არაერთი იტალიური, ინგლისური და ამერიკული გუნდი იჩენდა, მაგრამ უესტონის პრიორიტეტი ყოველთვის იუვენტუსში დარჩენა იყო.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
