მაკკენი იუვენტუსთან ახალ კონტრაქტს მომდევნო კვირაში გააოფიციალურებს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის რომეო აგრესტის ცნობით, ტურინული გრანდი უესტონ მაკკენისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ოფიციალურად მომდევნო კვირაში დაადასტურებს.
მაკკენი იუვენტუსთან ხელშეკრულებას 2030 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს, მისი გასამრჯელო სეზონში 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება, რასაც გარკვეული ბონუსები დაემტება.
მაკკენის უფასოდ გაფორმების სურვილი არაერთმა გუნდმა დააფიქსირა და მას უკეთეს ფინანსურ პირობებს სთავაზობდნენ, მაგრამ ამერიკელი ფეხბურთელის პრიორიტეტი ყოველთვის იუვენტუსში დარჩენა იყო. ის ლუჩიანო სპალეტის პროექტის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მოიაზრება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
