TuttoJuve

Juve per sempre sarà

მაკკენი:“ ჩემი მომავალი ? იუვეში თავს კარგად ვგრძნობ…“

იუვენტუსის ფეხბურთელმა უესტონ მაკკენიმ Tuttosport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„სპალეტი ? ლუჩიანო შესანიშნავი მწვრთნელია, ის გუნდისთვის ძალიან ბევრს მუშაობს. მის გუნდში თამაში ძალიან მომწონს. მან ბოდოსთან მატჩის დროს შესვენებაზე გვითხრა, რომ იუვენტუსის ფეხბურთელი ასეთ მარტივ პასებს არ უნდა აცუდებდეს და ჩვენ მეტი მოგვეთხოვება, რაც სრული სიმართლეა.

„სკუდეტო ? ჩვენ საკუთარი ძალების უნდა გვჯეროდეს, მაგრამ ამ მომენტისთვის სკუდეტო ძალიან შორს არის. ჩვენ თითოეულ მატჩში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ ბოლოს.

„ვიცით, რომ სამუშაო ბევრი გვაქვს, გუნდმა ყველა ასპექტში უნდა მოუმატოს, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ამის პოტენციალი გვაქვს. ბოდოსთან გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ახლა კი გვინდა, ეს პოზიტიური მომენტი შევინარჩუნოთ და როგორც სერია ა-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე პოზიტიური სერია გვქონდეს.

„ჩემი მომავალი ? იუვენტუსში ძალიან ბედნიერი ვარ, ამ გუნდისთვის თამაში სიამოვნებას მანიჭებს. სეზონის ბოლომდე გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !