მაკკენისა და იუვენტუსის გზები დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს გაიყოფა
იტალიური მედიის ცნობით, უესტონ მაკკენი იუვენტუსის რიგებს დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს დატოვებს.
ამერიკელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ტურინულ გრანდთან ზაფხულში იწურება და არაერთი მცდელობის მიუხედავად, მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან.
ნიკოლო სკირას ცნობით, იუვენტუსი მაკკენის წარმომადგენელს უახლოეს კვირებში კიდევ ერთხელ შეხვდება, მაგრმ დიდი ალბათობით მხარეებს შეთანხმების მიღწევა გაუჭირდებათ და ამერიკელი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
