მაკკენი, გატი და სავონა ახალი კონტრაქტების გაფორმებასთან ახლოს არიან
ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, უესტონ მაკკენი, ფედერიკო გატი და ნიკოლო სავონა იუვენტუსთან ახალი კონტრაქტების გაფორმებასთან ახლოს არიან.
წყაროს ცნობით, კომოლიმ სამივე ფეხბურთელთან მოლაპარაკებები უკვე განაახლა და მოსალოდნელია, რომ ისინი ახალ კონტრაქტებს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გააფორმებენ.
სავონა იუვენტუსში 2030, გატი და მაკკენი კი 2029 წლამდე დარჩებიან.