TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მაკკენი:“ ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო, ვლაჰოვიჩი ?…“

იუვენტუსის ნახევარმცველმა უესტონ მაკკენიმ ნაპოლისთან მატჩის შემდგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ დღეს სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ, რადგან ქომაგების წინ გამარჯვება და მნიშვნლეოვანი 3 ქულის მოპოვება გვსურდა, თუმცა ამის გაკეთება ვერ შევძელით, რის გამო იმედგაცრუებულები ვართ.

„ვლაჰოვიჩი ? ის გოლების გატანისთვის არის დაბადებული და ამის გაკეთება თითოეულ მატჩში სურს. ის ყველა შეხვედრაში გუნდს თავის მაქსიმუმს აძლევს, ჩვენ კი ვლაჰოვიჩს უნდა შევუქმნათ მომენტები, რომ მან თავისი მახასიათებლები გამიყენოს და გოლები გაიტანოს. დუშანმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და გოლები აუცილებლად იქნება.“