TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მაკკენი შტუტგარტთან დაბრუნდება, კოპმეიენრსი და გონსალესი კვლავ ვერ ითამაშებენ

ლაციოსთან მძიმე გამარჯვების შემდეგ, იუვენტუსი შტუტგარტთან მატჩისთვის მზადებას შეუდგა და როგორც გასულ ღამეს, ტიაგო მოტას ფონს გასვლა ამჯერადაც მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემების ფონზე მოუწევს.

Il Bianconero-ს ცნობით, გუნდის განკარგულებაში ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურისთვის უესტონ მაკკენი დაუბრუნდება, ვინც ლაციოსთან შეხვედრა კუნთის გაჭიმულობის გამო გამოტოვა.

წყაროს ცნობით, ფაქტობრივად გამორიცხულია ტეუნ კოპმეინერსისა და ნიკო გონსალესის თამაში. ნიდერლანდელი ნეკნის მოტეხილობის გამო სუნთქვის დროს ტკივილს კვლავ განიცდის, გონსალესი კი კუნთის ტრავმის გამო ჯერ კიდევ განცალკევებულად ვარჯიშობს და მისი დაბრუნება ინტერთან მატჩისთვის იგეგმება.