TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მაკკენი ახალ კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს

იუვენტუსი და უესტონ მაკკენი ახალი კონტრაქტის ბოლო დეტალებს ათანხმებენ, რის შემდეგაც ამერიკელი ფეხბურთელი გუნდთან ხელშეკრულებას ოფიციალურად გააფორმებს.

მაკკენის მიმდინარე კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში იწურება, იუვენტუსს კი მისი ხელშეკრულების კიდევ 2 წლით გახანგრძლივება სურს, მისი შემდგომში კიდევ 1 სეზონით გაგრძელების პერპექტივით.

მაკკენის წლიური გასამრჯელო ახალი კონტრაქტის მიხედვით ბონუსების ჩათვლით 3.4 მილიონ ევრომდე გაიზრდება.