TuttoJuve

Juve per sempre sarà

მაკკენი იუვენტუსთან კონტრაქტს უახლოეს საათებში გაახანგრძლივებს

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი და უესტონ მაკკენი ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმდნენ.

ამერიკელი ფეხბურთელის მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში იწურება და ის აქამდე ხელფასის საგრძნობლად გაზრდას ითხოვდა, რის გამოც ტურინული გრანდი მაკკენის გაყიდვას გეგმავდა, მაგრამ ფეხბურთელი ხელშეკრულეის გახანგრძლივებას ახლანდელი პირობებით დათანხმდა, ამიტომ ის იუვენტუსში დარჩება.

დი მარციოს ცნობით, მაკკენი იუვენტუსთან კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს, ხელშეკრულების კიდევ 1 წლით გაგრძელების პერსპექტივით, მისი გასამრჯელო 2.5 მილიონი ევრო იქნება.

29 views
error: დაცული კონტენტი !